top_leaderboard

უკრაინული მედია: ამერიკულმა Maxar-მა უკრაინისთვის თანამგზავრულ მასალებზე წვდომა დახურა

ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანიამ, Maxar Technologies-მა უკრაინას თანამგზავრების მიერ გადაღებულ მასალებზე წვდომა შეუზღუდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

Maxar-ი საკუთარ გადაწყვეტილებას ოფიციალურად ადმინისტრაციულ მოთხოვნას უკავშირებს, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ ეს არის გამოწვეული იმით, რომ აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა. აკრძალვა ეხება როგორც სამთავრობო მომხმარებლებს, ისე კერძოს.

მედიის ცნობით, Maxar Technologies კომერციული თანამგზავრული მასალების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. მასალების წყალობით უკრაინელი მომხმარებლები რუსული ჯარის გადაადგილების, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე თავად რუსეთში, მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურების შესახებ იღებდნენ ინფორმაციას.

გარდა ამისა, Maxar-ის თანამგზავრულ გადაღებას მსოფლიო მედია რუსეთ-უკრაინის ომის საბრძოლო მოქმედებების ილუსტრაციისა და ანალიზისთვის იყენებდნენ.

ასევე იხილეთ