ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, იპოვოს გზა, რათა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერები გაიხსნას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, მოძებნონ გზა, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში პირველი კლასტერები გაიხსნას. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ამ ვითარებაში აუცილებელია ჩვენი გუნდების მუშაობის დაჩქარება ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებებში. ამჟამად კლასტერებზე მუშაობა ყოველგვარი რაციონალური მიზეზის გარეშე დაბლოკილია. ჩვენ გვჭირდება საღი აზრი, უნდა გავხსნათ კლასტერებზე მუშაობა და ეს შეიძლება გაკეთდეს ხელმძღვანელობის დონეზე“, – წერს ზელენსკი.