top_leaderboard

The New York Times: ტრამპისთვის ამერიკა ზესახელმწიფოა, რომელსაც რუსეთი არ დაესხმება, ხოლო პაიკია, რომლის გაწირვა შეიძლება

აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ამერიკა ზესახელმწიფოა, რომელსაც რუსეთი თავს არ დაესხმება, ხოლო უკრაინა მისთვის პაიკია, რომლის გაწირვა შეიძლება. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის მტკიცებით, ტრამპის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს არა ფული ან იდეოლოგია, არამედ ქვეყნის სიდიადე წარმოადგენს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ტრამპი რეალიზმის პოლიტიკას ემხრობა. მას სუსტებზე დომინირებისა და ძლიერების პატივისცემის იდეა მოსწონს.

აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ორი საკვანძო ფაქტორი გაიაზრა: ერთი ეხება იმას, რომ ლიბერალური მსოფლიო დღის წესრიგი მხოლოდ აშშ-ის სამხედრო უპირატესობის ხარჯზე იმართებოდა, ხოლო მეორე გულისხმობს იმას, რომ ამერიკის მოქალაქეებს აღარ სურთ სხვა ქვეყნებისთვის ფინანსური ტვირთის ტარება.

ასევე იხილეთ