top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: მთავარი, რაც გვასწავლა ბოლო თვეებმა, არის ის, რომ ერთადერთი, რასაც უნდა ენდო და დაეყრდნო, ეს არ შენი ხალხი და ეროვნული ინტერესი

მთავარი რამ, რაც ჩვენ გვასწავლა ბოლო თვეებმა და შეიძლება კვირებმაც, არის ის, რომ ერთადერთი, რასაც უნდა ენდო, ეს არ შენი ხალხი. ერთადერთი, რასაც უნდა დაეყრდნო, არის შენი ხალხის ეროვნული ინტერესი. ვინც არ დაეყრდნო საკუთარ ეროვნულ ინტერესს, ვგულისხმობ ზელენსკის ხელისუფლებას, ვინც არ იხელმძღვანელა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებით, ვხედავთ, როგორ მდგომარეობაშიც არიან, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა ამერიკელი პროფესორის ჯეფრი საქსის გამოსვლა ევროპარლამენტში, როდესაც მან ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მაშინდელ მრჩეველ ჯეიკ სალივანთან გამართულ სატელეფონო საუბარზე.

შეგახსენებთ მეორე აღიარებას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ჯეფრი საქსის გამოსვლისას ევროპარლამენტში, როდესაც მან ისაუბრა ჯეიკ სალივანთან სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც შედგა 2021 წლის დეკემბერში, ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე. როგორც მან აღწერა, ჰქონდა საუბარი იმაზე, რომ ნატოსთან დაკავშირებით ვხედავთ, რომ ეს წარმოადგენს პრობლემას და იქნებ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ნატოში არ მოხდება უკრაინის მიღება და ეს აგვარიდებს ომს. მაშინ ჯეიკ სალივანისგან მიიღო პასუხი, რომ არც არავინ აპირებს უკრაინის მიღებას ნატოშიო. მაშინ გამოდით და თქვით ეს ყველაფერიო, არა, მაგას ვერ ვიტყვითო.

ეს იყო ბევრი წინაპირობა, რაზეც დღეს არის საუბარი, რომ მივიდა საქმე იქამდე. იქ უკვე მტყუან-მართალი, სად და როგორ დაიწყო, რთულია ხანდახან დაინახო, როდესაც ესკალაციასთან გვაქვს საქმე. ის, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს სუვერენული სახელმწიფო საზღვარი, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ამის შემხედვარე არიან სამი წელი ევროპელები და ვხედავთ, რომ შედეგს ვერ აღწევენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ