top_leaderboard

რომის პაპმა ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მორწმუნეებს პირველად მიმართა

რომის პაპმა ფრანცისკემ ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მორწმუნეებს პირველად მიმართა.

პონტიფიკოსმა საავადმყოფოში მოკლე აუდიო მესიჯი ჩაწერა, სადაც მორწმუნეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მთელი გულით მადლობას გიხდით წმინდა პეტრეს მოედნიდან ჩემი ჯანმრთელობის გამო ლოცვისთვის. უფალმა დაგლოცოთ და ღვთისმშობელმა დაგიფაროთ. გმადლობთ”, – აცხადებს რომის პაპი. 

88 წლის რომის პაპი რომის საავადმყოფოში სამი კვირაა იმყოფება.

რომის პაპი 14 თებერვალს მძიმე რესპირატორული ინფექციით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ასევე იხილეთ