top_leaderboard

მიხაილ პოდოლიაკი: ზელენსკი მართალი იყო, როდესაც პარტნიორებამდე მთავრი აზრის მიტანას ცდილობდა, რუსეთის იძულების გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია, უკრაინა ბოდიშს არ მოიხდის

დონალდ ტრამპთან კონფლიქტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი მართალი იყო, უკრაინა ბოდიშს არ მოიხდის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

ამის შესახებ მიხაილ პოდოლიაკმა Le Point-ტთან ინტერვიუში ისაუბრა.

აბსოლუტურად მართალი იყო, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, როდესაც ცდილობდა, ამერიკელ პარტნიორებამდე მთავარი აზრის მიტანას, რომ რუსეთზე ზეწოლის გარეშე ვერაფერი გაკეთდება. შეუძლებელია დადებითი შედეგის მიღწევა მოსკოვის ნებაყოფლობით დათმობებზე წასვლით. რუსეთის იძულების გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ არ მოვიხდით ბოდიშს სავარაუდო შეცდომისთვის, რომელიც არ ყოფილა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

ამავე დროს, მიხაილ პოდოლიაკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ჰყავდა და ჰყავს ერთი მტერი – ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ფედერაცია, ხოლო, მისი თქმით, დონალდ ტრამპი რჩება უკრაინის პარტნიორად.

მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება აშშ-სთან კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნება.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა „გარკვეულწილად სასარგებლო აღმოჩნდა“.

„ჩვენი განსხვავებების ხაზგასმით, შეგვიძლია, ჩვენი შეხედულებები ნათელი გავხადოთ. ჩვენგან განსხვავებით, აშშ კვლავ მიიჩნევს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელთანაც შესაძლებელია მოლაპარაკებების წარმოება. ჩვენი უთანხმოებების შემდეგ, იმედი მაქვს, მივაღწევთ კონსენსუსს რიგ საკითხებზე. ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება, რადგან მას არ სურს მშვიდობა, ის აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, მას არ სურს გლობალიზებული მსოფლიო, რომელშიც შეერთებული შტატები დომინირებს“, – აღნიშნა მიხაილ პოდოლიაკმა.

ასევე იხილეთ