top_leaderboard

სირიის უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმის გამო, ლატაკიასა და ტარტუსში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა

სირიის უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმის გამო, ლატაკიასა და ტარტუსში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

სირიის ხელისუფლების ძალები აღნიშნულ ქალაქებსა და მიმდებარე სოფლებში ოპერაციას ატარებს.

სირიის მედიის თანახმად, ოპერაცია მიმართულია ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დარჩენილი ძალების და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატაკიაში სამხედრო ჯგუფი თავს დაესხა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და მათ ავტომობილებს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები ასევე ესროდნენ სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელიც დაშავებულების გაყვანას ცდილობდა.

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ასადის მხარდამჭერი ჯგუფები კოორდინირებულად დაესხნენ თავს სამხედრო პუნქტებსა და საგუშაგოებს.

ასევე იხილეთ