რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის იდეას და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის კუთხით, ჰაერსა და ზღვაზე თავდასხმების შეჩერებას
თურქეთი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის იდეას და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის კუთხით, თავდასხმების შეჩერებას ჰაერში და ზღვაზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე საუბრისას, ერდოღანმა ხაზი გაუსვა ძლიერი დიპლომატიური საფუძვლის მნიშვნელობას, სადაც ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან იჯდება სამართლიანი და ღირსეული მშვიდობისთვის.
ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ჩართვის მნიშვნელობა ისეთ მექანიზმებში, როგორიცაა ევროპული სამშვიდობო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია უკრაინის რეკონსტრუქციაზე.
ქვეყნის მეთაურის თქმით, თურქეთთან ევროპული უსაფრთხოების ერთობლივი დაგეგმვა სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს.