top_leaderboard

მაკრონს სურს, წლის შუა რიცხვებამდე გაარკვიოს, თანამშრომლობის რა ახალი ვარიანტები შეიძლება გაჩნდეს ევროკავშირში, ბირთვული შეკავების თვალსაზრისით

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საკუთარ თავს წლის შუა პერიოდამდე აძლევს დროს, რათა გაარკვიოს, თანამშრომლობის რა ახალი ვარიანტები შეიძლება გაჩნდეს ევროკავშირში, საფრანგეთის მზადყოფნის კონტექსტში, რომ ევროპულ მოკავშირეებს მისი ბირთვული შემაკავებელი ძალით სარგებლობის შესაძლებლობა მისცეს.  ამის შესახებ Le Figaro იუწყება.

ჩვენ დავიწყებთ ფაზას, რომელშიც ჩვენი ტექნიკური სპეციალისტები ითანამშრომლებენ. ეს იქნება როგორც სტრატეგიული, ასევე ტექნიკური დიალოგი, რომელსაც მოჰყვება ურთიერთქმედება სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე, რათა წლის შუა რიცხვებისთვის ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა გქვონდეს რაიმე ახალი თანამშრომლობა“, – განაცხადა მაკრონმა 6 მარტს ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ სამიტის დროს მასთან საუბრისას ბევრი ლიდერი ამ თემით დაინტერესდა, მათ შორის ლიეტუვის, პოლონეთისა და დანიის ლიდერებმა ასეთი დისკუსიის მიმართ ინტერესი გამოხატეს.

ინფორმაციისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი დებატების გახსნის წინადადებით გამოვიდა იმის შესახებ, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.

ასევე იხილეთ