ორბანი ფიქრობს, რომ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლის შემდეგ ევროპას უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კვლავ გააკრიტიკა ევროპის ქვეყნების უმეტესობის პოლიტიკა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში და აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლის შემდეგ ეს ევროპელებს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდებათ. ამის შესახებ მან Kossuth Radio-ს განუცხადა, იუწყება უნგრული მედია.
ორბანის თქმით, „ვერ ხედავს რაციონალურ მიზეზებს” იმ მხარდამჭერი პოზიციისთვის, რომელიც ევროკავშირის დანარჩენმა 26 წევრმა სახელმწიფომ 6 მარტის სამიტის შემდეგ მიიღო, რადგან, მისი აზრით, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება აშშ-ის პოლიტიკის შეცვლის შემდეგ კიდევ უფრო დიდ ხარჯებს ნიშნავს.
„თუ ევროპელებმა გააგრძელეს ამის საკუთარ თავზე აღება, მაშინ ჩვენი ბოლო კაპიკებიც ამ ომში წავა.
ევროპელებს სურთ ფულის მიცემა უკრაინული არმიის შენარჩუნებისთვის. მეორეც, უკრაინა, როგორც სახელმწიფო, არ ფუნქციონირებს, ამიტომ სახელმწიფო უნდა დაფინანსდეს, როგორც ასეთი. მესამე, ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი უნდა დავხარჯოთ საკუთარ თავზე, რადგან ჩვენი ჯარები სუსტია, ჩვენი იარაღი არასაკმარისია, ევროპას გაძლიერება სჭირდება.
ასევე, არსებობს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხი, რომელიც მეოთხე ყველაზე დიდი ხარჯია და თუ ეს ყველაფერი დაემატა, უბრალოდ ასეთი ფული არ არსებობს. ისინი ევროპაში არ არის და შესაძლოა, ამერიკაშიც კი“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.