top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: ორმაგი სტანდარტი აჩვენებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ხმას არ იღებდნენ, არ აინტერესებდათ საქართველოში რა ხდებოდა, როცა წამება და წამებით სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო

ორმაგი სტანდარტი აჩვენებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ხმას არ იღებდნენ და არ აინტერესებდათ საქართველოში რა ხდებოდა, როცა წამება და წამებით სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკულად, არანაირი დაცვა არ არსებობდა, ხელისუფლება გინდ ღირსებას წაგართმევდა და გინდ სიცოცხლეს.

სააკაშვილმა ევროკავშირსა და ამერიკას პოლიტიკური მმართველობა მთლიანად გადააბარა, თავად ადმინისტრაციული მმართველობა დაიყოვა და არანაირი შენიშვნა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან არ მიუღია. ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ყოველთვის ავითარებდა მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სანქციები იყო დაწესებული. ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერია, საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებდა რუსეთში ნაშოვნი ფულით და ბიზნესით. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ორმაგ სტანდარტზე, ლაპარაკია გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესზე, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარი დაუჭირონ, რათა ცალ ფეხზე მდგარი, ყურმოჭრილი ხელისუფლება მოიყვანონ სათავეში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ