ვატო შაქარიშვილი: ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა მოხდეს ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა 2020 წელს, როდესაც მათ დადასტურებულად გააყალბეს ე.წ. პივიტი
ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა მოხდეს ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი პირები, რომლებიც აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა მიეცნენ პასუხისგებაში, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი SFED-ზე საუბრისას.
მისივე თქმით, ISFED-ი აგრძელებს მავნებლურ საქმიანობას და მისი დონორებიც აგრძელებენ მის დაფინანსებას.
„რაც შეეხება დონორებს, აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მათ პირდაპირ კრიმინალური ორგანიზაციები უწოდა. შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა მოხდეს ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი პირები, რომლებიც აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.
სამწუხაროდ, ეს არ მოხდა 2020 წელს, როდესაც მათ დადასტურებულად გააყალბეს ე.წ. პივიტი. დღეს ვხედავთ, რომ ისინი მალავენ, არ აწვდიან საქართველოს გენერალურ პროკურატურას უკვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ ესეც უნდა ყოფილიყო გამოყენებული მორიგი რევოლუციური მცდელობისთვის“, – განაცხადა შაქარაშვილმა.
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ დღეს ISFED-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ისგან გამოითხოვა 2024 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის(PVT) შედეგები. შეგახსენებთ, რომ უკვე 6 თვეა ISFED-ი მალავს აღნიშნულ მონაცემებს და ახლა უკვე საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემის პროცესსაც აჭიანურებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.