top_leaderboard

სირიის ახალმა ხელისუფლებამ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო

სირიის ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერების წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო ოპერაცია, რაც შეტაკებების შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ dw იტყობინება.

ამავე ინფორმაციით, ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. კომენდანტის საათი გამოცხადდა ლატაკიის პროვინციაში, რომელსაც ასადის კლანის დასაყრდენად მიიჩნევენ.

„დამასკოსა და სხვა პროვინციებიდან დამატებითი ძალები გაიგზავნა ლატაკიასა და ტარტუსში“, – აცხადებენ სირიის თავდაცვის სამინისტროში.

ინფორმაციისთვის, 6 მარტს სირიის ქალაქ ლატაკიაში სამთავრობო უსაფრთხოების ძალებსა და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ მებრძოლებს შორის შეტაკების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის შეფასებით,“ ეს იყო ყველაზე ძალადობრივი თავდასხმა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ასადის დამხობის შემდეგ“.

ასევე იხილეთ