ტრამპი მოუწოდებს მოსკოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ფედერაციას ფართომასშტაბიანი სანქციებით დაემუქრა, თუ მოსკოვი უარს იტყვის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე.
„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ახლა უკრაინას უტევს და ზეწოლას ახორციელებს, მე მტკიცედ განვიხილავ რუსეთის მიმართ მასშტაბურ საბანკო სანქციებსა და ტარიფებს, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება არ შედგება. რუსეთსა და უკრაინას: დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან ახლავე, სანამ ძალიან გვიანი არ არის“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.