top_leaderboard

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალებზე: დღეს ისინი პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და მორალურადაც გაკოტრებულები არიან. ამიტომ, მათ არ გააჩნიათ არანაირი პოლიტიკური ძალა იმისთვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ

ის გზა, რაც მათ აირჩიეს, ლოგიკურად მიიყვანს საერთოდ არჩევნების გარეთ მდგომ „პოლიტიკურ ძალებამდე“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

მან ისაუბრა, თუ რა შანსი აქვს ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში.

„დღეს ისინი პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და მორალურადაც გაკოტრებულები არიან. ამიტომ, მათ არ გააჩნიათ არანაირი პოლიტიკური ძალა იმისთვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

ისიც კარგად იციან, რომ მიიღონ მონაწილეობა, დამარცხდებიან კიდევ უფრო მძიმედ, ვიდრე ეს მარცხი იყო საპარლამენტო არჩევნების დროს.

ის გზა, რაც მათ აირჩიეს, ლოგიკურად მიიყვანს მათ საერთოდ არჩევნების გარეთ მდგომ „პოლიტიკურ ძალებამდე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ