ტრამპი ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე: წინ საინტერესო დღეები გველის, ძალიან მალე რაღაც მოხდება
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მოაწეროს ხელი ირანთან ბირთვულ შეთანხმებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამერიკის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შეთანხმება შეიძლება მალე დაიდოს.
„ძალიან საინტერესო დღეები გვაქვს წინ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ბოლო მომენტებზე ვართ. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ.
დიდი რამ იქნება. საინტერესო დროა მსოფლიოს ისტორიაში, მაგრამ ირანთან ვითარება გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაც მოხდება. ძალიან, ძალიან მალე. ვვარაუდობ, ძალიან მალე ილაპარაკებთ ამაზე.
იმედია, სამშვიდობო შეთანხმება გვექნება ირანთან, არ ვლაპარაკობ ძალაზე ან სისუსტეზე. იმას ვამბობ, რომ მირჩევნია სამშვიდობო შეთანხმების ნახვა, ვიდრე სხვა რამის. მაგრამ სხვა რამ პრობლემას მოაგვარებს“, – აღნიშნავს ტრამპი.