ტრამპი: ვფიქრობ, რომ პუტინი აკეთებს იმას, რასაც ნებისმიერი სხვა გააკეთებდა
ვფიქრობ, რომ პუტინი აკეთებს იმას, რასაც ნებისმიერი სხვა გააკეთებდა, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კითხვაზე „სარგებლობს თუ არა პუტინი იმით, რომ აშშ-მა შეაჩერა უკრაინისათვის დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება“.
„ვფიქრობ, რომ ის [პუტინი] აკეთებს იმას, რასაც ნებისმიერი სხვა გააკეთებდა. მგონია, რომ მას უნდა ამის შეჩერება და შეთანხმების მიღწევა, და ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერად უტევს, ვიდრე ადრე. ასევე ვფიქრობ, რომ ამ პოზიციაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი ახლა იგივეს გააკეთებდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.