top_leaderboard

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა იტალიურ გუნდს 24 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა

საკალათბურთო ევროლიგის 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად თურქულ „ანადოლუ ეფესს“ შეხვდა და 68:89 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა იტალიურ გუნდს 24 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. შენგელიამ 9-დან 6 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

„ვირტუს ბოლონიის“ რიგებში ქართველი კალათბურთელი ყველაზე შედეგიანი გახლდათ. იტალიელთა რიგებში მეორე ყველაზე შედეგიანი 11 ქულით მორგანი იყო.

მიმდინარე სეზონი ევროლიგაზე „ვირტუსისთვის“ ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია. ამჟამად გუნდს 7 გამარჯვება და 21 მარცხი აქვს, რითიც 18-გუნდიანი ჩემპიონატის ცხრილში მე-17 ადგილზეა.

ასევე იხილეთ