top_leaderboard

ჯანდაცვის მინისტრმა ექიმებს 8 მარტი მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ ექიმებს, იაშვილის კლინიკის ჰემატოლოგ ციალა ჩინჩალაძეს და ინფექციური საავადმყოფოს შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ხელმძღვანელს მანანა ღვაბერიძეს 8 მარტი მიულოცა.

მიხეილ სარჯველაძემ ექიმებს ქვეყნისა და პაციენტებისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი წვლილი სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ასევე იხილეთ