top_leaderboard

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ტელეკომპანია „იმედს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 7 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ტელეკომპანია „იმედს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი მაკა ლომიძე და ადმინისტრაციის უფროსი სალომე ბაზერაშვილი, აკადემიის ხელმძღვანელობა და პრეზიდიუმის წევრები. ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადმიკოსმა როინ მეტყრეველმა გახსნა. როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, „იმედი“ ამჟამად ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა, თავისი პოპულარული პროექტებით. თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული „იმედი“ 2007 წელს დაარბიეს, მაგრამ დღეისათვის ტელეკომპანია საერთაშორისო ასპარეზზეა გასული და ტოლს არ უდებს მსოფლიოში აღიარებულ ტელევიზიებს, მას ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს, განსაკუთრებით მის საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკას“.

როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაკა ლომიძემ აღნიშნა, მათთვის დიდი პატივია აკადემიასთან თანამშრომლობა და მემორანდუმის ხელმოწერა.

რაც შეეხება თავად მემორანდუმს, ის ითვალისწინებს ქვეყნის მეცნიერული მიღწევების დამაჯერებლად წარმოჩენას, ასევე მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით გამართული ღონისძიებების, ასევე სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული რეფორმების, აგრეთვე ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში მეცნიერული კველევის შედეგების წარმატებით დანერგვის ამსახველი მასალების, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების საჯარო განხილვების და სხვ. წარმოჩენის და ფართო წრეებისთვის ხელმწისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით მხარეები ერთმანეთში გაცვლიან შესაბამის ინსფორმაციას და მიიღებენ ყველა შესაძლო ზომებს მათი გაშუქების ან/და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან გენერალურმა დირექტორმა მაკა ლომიძემ.

 

ასევე იხილეთ