top_leaderboard

რუსების მიერ ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა

რუსების მიერ ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაშველების ცნობით, 8 ხუთსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და 30 ავტომობილი დაზიანდა. საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

„ხანძრის ჩაქრობის დროს ოკუპანტებმა მეორე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სახანძრო მანქანა დაზიანდა“, – აცხადებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამით ხარკოვის ოლქში მდებარე საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

 

ასევე იხილეთ