top_leaderboard

არგენტინაში წყალდიდობას ათი ადამიანი ემსხვერპლა

არგენტინაში, საპორტო ქალაქ ბაია-ბლანკაში უამინდობამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც ათი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ინფორმაციას MSN ავრცელებს.

ადგილობრივი საავადმყოფოდან ახალშობილების ევაკუაცია გახდა საჭირო, რადგანაც წყალმა სამშობიარო სახლამდეც მიაღწია.

უამინდობისა და წყალდიდობის გამო დაიკეტა ადგილობრივი აეროპორტი. ქალაქ ბაია-ბლანკაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ასევე იხილეთ