top_leaderboard

დონალდ ტუსკი დობროპილიაზე თავდასხმის შესახებ: აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ

J

„აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ“, – ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.

„მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში“, – წერს დონალდ ტუსკი X-ზე.

ცნობისთვის, რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე იხილეთ