მარკ რუტე: ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მეტის დახარჯვა მოგვიწევს
“ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მეტის დახარჯვა მოგვიწევს”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ აღნიშნა, რომ საჭიროა საბრძოლო მასალის, გემების, ტანკების, თვითმფრინავების, თანამგზავრებისა და დრონების წარმოების გაზრდა.
“ჩვენ თავდაცვის წარმოება ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს უნდა გავზარდოთ, ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ცოტას ვაწარმოებთ”, – განაცხადა მარკ რუტემ.