ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან ნაყოფიერ მოლაპარაკებებს ელოდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან ნაყოფიერ მოლაპარაკებებს ელოდება. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.
“ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ამერიკულ გუნდთან. ვემზადებით შეხვედრისთვის საუდის არაბეთში. დარწმუნებული ვარ, შეხვედრა ნაყოფიერი იქნება: ჩვენ უკრაინაში ამისთვის მზად ვართ. უკრაინულ მხარეს წარმოადგენენ დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიგა, უკრაინის დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე სხვა წარმომადგენელი, თავდაცვის მინისტრი უმეროვი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისა, საბრძოლო მეთაური, რომელმაც ძალიან კარგად იცის წინა ხაზი და ბრიგადებში არსებული ვითარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინული ინტერესები სწორად გათვალისწინებული იყოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას.
“მნიშვნელოვანია, გააგრძელონ ჩვენი ყველა ძალისხმევის კოორდინირება პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ თავდაცვის ეფექტურად მუშაობა და გააკეთონ ყველაფერი, რომ მშვიდობა უფრო ახლოს იყოს”,– განაცხადა ზელენსკიმ.