top_leaderboard

იაპონია და დიდი ბრიტანეთი თავისუფალ და ღია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ

იაპონია და დიდი ბრიტანეთი თავისუფალ და ღია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ. იაპონური მედიის ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ენერგეტიკული და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ლონდონსა და ტოკიოს შორის ეს შეთანხმება, შტატების მიერ კანადასთან, მექსიკასა და ჩინეთთან ე.წ. სატარიფო ომის წამოწყების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოწვეული შეშფოთების ფონზე გაფორმდა.

ასევე იხილეთ