top_leaderboard

რუსულმა ძალებმა კურსკის ოლქში სამი სოფელი აიღეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში სამი სოფელი – მალაია ლოკნია, პორეჩნოე და კოსიცა აიღეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ამას რუსი სამხედრო ბლოგერებიც აცხადებენ, რომელთა ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში წარმატებული ოპერაციები განახორციელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს რუსული კოლონა, რომელიც, მოსკოვის ცნობით, კურსკის ოლქის ქალაქ სუჯადან უკან იხევს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა გაზსადენის მილი გამოიყენეს და მისი მეშვეობით სუჯის შემოგარენში შესვლა და იქ გამაგრება მოახერხეს. კიევის ცნობით, ეს ჯგუფი დროულად იყო აღმოჩენილი და ამჟამად მისი განადგურების ოპერაცია მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ