სანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა – „სან ანტონიო“ „მინესოტასთან“ დამარცხდა
ეროვნულ საკალათბურთ ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ ტეხასური გუნდი სტუმრად „მინესოტასთან“ 124:141 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 14 წუთი მიიღო, რა დროშიც თავის გუნდს 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა 5-დან 4 ორქულიანი გამოიყენა.
22 ქულით „სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო დე’აარონ ფოქსი გახლდათ 22 ქულით, 20 ქულა ჰქონდა სტეფონ კასტლის, ხოლო 15 ჰარისონ ბარნსს. „მინესოტას“ გამარჯვებაში კი დიდი წვლილი ენტონი ედვარდსმა შეიტანა – 25 ქულა.
26 გამარჯვებითა და 36 მარცხით „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის მცირე შანსი აქვს.