top_leaderboard

ირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები დესტრუქციული და აგენტურული ქსელის წარმომადგენელი იქნება ვითომ ოპოზიციური ნიღბით შენიღბული, მით უფრო გაჯანსაღდება ველი ჯანსაღი ოპოზიციური პარტიებისთვის

„რაც უფრო ნაკლები ასეთი დესტრუქციული და აგენტურული ქსელის წარმომადგენელი იქნება ვითომ ოპოზიციური ნიღბით შენიღბული ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო გაჯანსაღდება ველი ჯანსაღი ოპოზიციური პარტიებისთვის“, – ამის შესახებ მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ ძალიან კარგად იციან, დღევანდელი მოცემულობით, სად არის მათი რეიტინგი.

„ისინი დამოუკიდებლად ვერასდროს იღებდნენ გადაწყვეტილებას, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დანაყოფებზე მაქვს საუბარი. რა დავალებაც მოდიოდა მათი პატრონებისგან, ყველაფერს ასრულებდნენ.

მათაც და თავიანთმა პატრონებმაც რეალურად ძალიან კარგად იციან, დღევანდელი მოცემულობით, სად არის მათი რეიტინგი. იმიტომ, რომ მათი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი საბოლოოდ მიხვდა, ვისთან და რა ძალებთან ჰქონდა რეალურად საქმე. 

რაც უფრო ნაკლები ასეთი დესტრუქციული და აგენტურული ქსელის წარმომადგენელი იქნება ვითომ ოპოზიციური ნიღბით შენიღბული ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო გაჯანსაღდება ველი ჯანსაღი ოპოზიციური პარტიებისთვის. ასე რომ, ნაკლებად საინტერესოა ჩვენთვის, მიიღებენ თუ არა [თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას]. ერთიც, თუ რაიმეს თავი აქვთ, ყველაზე კარგი ტესტი ყოველთვის არჩევნებია“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე იხილეთ