top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით

ზოგიერთს უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში და ის, რაც მათ სურთ რომ დაინახონ, რასაც ისინი აქეზებენ, რასაც მხარს უჭერენ, უნდათ, რომ ეს იყოს რეალობა. სინამდვილეს ქართველი ხალხი ხედავს რაც არის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სრულად გარედან წახალისებული ძალადობის და რადიკალიზმის ტალღა, რომელიც მათ სურთ რომ დააორგანიზონ, ეს არ გამოდის და თავისი წარმოსახვა უნდათ, რომ რეალობად წარმოგვიჩინონ. რაც შეეხება არჩევნებს, ყველაზე ბოლო გამოკითხვებით რომელიც „ფიგაროს“ მიერ იქნა ჩატარებული, საფრანგეთის მოქალაქეების 61%, მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ