top_leaderboard

The Times: ბრიტანეთი უკრაინას აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ამზადებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას აშშ-თან მოლაპარაკებების წინ კონსულტაციას უწევს, რათა თავიდან აიცილონ ახალი კონფლიქტი. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მრჩეველი ჯონათან პაუელი გასულ უქმეებზე უკრაინაში იმყოფებოდა, რათა კონსულტაცია გაეწია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისთვის იქამდე, ვიდრე უკრაინის წარმომადგენლები 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-თან მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას.

The Times-ის ინფორმაციით, ბრიტანელები ცდილობენ, თავიდან აიცილონ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში მომხდარი კონფლიქტის გამეორება. პარალელურად, სტარმერი ცდილობს დაარწმუნოს ტრამპი განაახლოს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება უკრაინისთვის.

ასევე იხილეთ