top_leaderboard

„გერმანიის რკინიგზამ“ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა

კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ეს რეკორდული ოდენობის კომპენსაციაა. 2023 წელს კომპენსაციამ 132 მლნ ევრო შეადგინა.

Deutsche Bahn-ის ცნობით, დაგვიანების 80% მოძველებული ნაწილებით და რკინიგზის გადატვირთულობით იყო გამოწვეული. 2030 წლამდე კონცერნი რამდენიმე თვით 40 სარკინიგზო მონაკვეთის დახურვას გეგმავს, სადაც ლიანდაგის, საკონტაქტო ქსელის და სადგურების კაპიტალური რემონტი ჩატარდება.

გერმანიის რკინიგზის წესების მიხედვით, 1 საათზე მეტი დროით დაგვიანების შემთხვევაში მგზავრი ბილეთის ღირებულების 25%-ს იღებს. თუ მატარებელმა 2 და მეტი საათით დააგვიანა, მაშინ კომპენსაცია 50%-ს შეადგენს.

ასევე იხილეთ