top_leaderboard

ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და გერმანიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა.

ქართველი რჩეულთა შორის ანალიტიკურმა ვებგვერდმა, Sofascore-მა დაასახელა. ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში „ჰოპენჰაიმის“ წინააღმდეგ თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. ამის მიუხედავად, ქართველმა ლეგიონერმა შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, 65-ე წუთზე ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა და ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა – 1:1.

Sofascore-მა ზივზივაძის თამაში 8.1 ქულით შეაფასა და სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმში“ 3 იანვარს გადავიდა, მას შემდეგ მან 12 მატჩი ჩაატარა. ამ გოლის გარდა, მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა.

ასევე იხილეთ