top_leaderboard

იულია ტიმოშენკო უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

უკრაინული პარტიის, „ბატკივშინას“ ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეშფოთებულია გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელის, ბრუნო კალის განცხადების გამო, რომელმაც გერმანულ მედიასთან თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება, თუკი უკრაინაში ომი კიდევ 5 წლით გახანგრძლივდება.

მისი თქმით, თუ ომი ადრე დასრულდება რუსეთი ევროპის წინააღმდეგ რესურსებს უფრო მალე მიმართავს და შეეცდება ევროპის ერთიანობის გამოცდას.

იულია ტიმოშენკომ დაწერა, რომ კალმა პირველად ღიად დაადასტურა, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსეთის დასუსტებასა და ევროპის დაცვას უკრაინისა და უკრაინელების სიცოცხლის ფასად ცდილობს.

ასევე იხილეთ