ირაკლი ზარქუა: ვინ უნდა მისცეს ხმა „ნაცმოძრაობას“? – საკუთარი ბელადის რცხვენიათ უკვე, „მზეთუნახავი“ რომ ჰყავთ იქ გამომწყვდეული
„ვინ უნდა მისცეს ხმა „ნაცმოძრაობას“? – საკუთარი ბელადის რცხვენიათ უკვე, „მზეთუნახავი“ რომ ჰყავთ იქ გამომწყვდეული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ზარქუას თქმით, როგორც კი ჩამოვა ახალი მესიჯი მათი პატრონებისგან, რომ უნდა მიიღონ მონაწილეობა, მიიღებენ.
„ომთან მიმართებით, სანქციებთან მიმართებით ზუსტად მართლები რომ აღმოვჩნდით, იციან და დასაყრდენი არ აქვთ საზოგადოებაში. ვინ უნდა მისცეს ხმა, მაგალითად, „ნაცმოძრაობას“? – საკუთარი ბელადის რცხვენიათ უკვე, „მზეთუნახავი“ რომ ჰყავთ იქ გამომწყვდეული.
აბა, გვარამია და ის მეორე კიდე, უთავმოყვარეო პუფი რომ დარბის – მელია, იგივე „ნაცმოძრაობა“ არ არის? ვის ატყუებენ? და თაღლითები, ხაზარაძეები? ესენი უპრინციპოები არიან. როგორც კი ჩამოვა ახალი მესიჯი მათი პატრონებისგან, რომ უნდა მიიღონ მონაწილეობა, მიიღებენ. ამიტომაც ასე თამამად ვერ ამბობენ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. როგორც დაუკვეთავენ, ისე შეასრულებენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.