ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ამ კვირაში მოსკოვს პუტინთან შესახვედრად ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი მეორედ აპირებს მოსკოვში ჩასვლას რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. ამის შესახებ „ბლუმბერგს“ ინფორმირებულმა ადამიანებმა ანონიმურად განუცხადეს.
წყაროების ცნობით, ვიტკოფი მოსკოვში გამგზავრებას ამ კვირაში გეგმავს. ეს იქნება მისი მეორე ვიზიტი რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის რანგში. კონკრეტულად როდის გაიმართება ვიზიტი, დაკონკრეტებული არ არის.მისი მოსკოვში ვიზიტი შედგება საუდის არაბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცთან უკრაინელი მაღალჩინოსნების მოლაპარაკებების ფონზე.
9 მარტს ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინასა და რუსეთთან „დიდ შეხვედრებს“ მოუთმენლად ელის.