top_leaderboard

ტუალეტების გადავსების გამო თვითმფრინავი, რომელიც ჩიკაგოდან დელიში მიფრინავდა, აშშ-ში დაბრუნდა

ტუალეტების გადავსების გამო Air India-ს თვითმფრინავი Boeing 777-300ER, რომელიც აშშ-დან ინდოეთში მიფრინავდა, ჩიკაგოში დაბრუნდა. ამის შესახებ გამოცემა One Mile At A Time იუწყება.

თვითმფრინავის ბორტზე 300-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. მან კანადას და გრენლანდიას გადაუფრინა, რა დროსაც პილოტებმა გაიგეს, რომ 12 ტუალეტიდან ბორტზე მუშა მდგომარეობაში მხოლოდ 1 დარჩა, დანარჩენები კი გადავსებულია და აღარ ფუნქციონირებს.

პილოტები შიშობდნენ, რომ თუ ბოლო ტუალეტიც მწყობრიდან გამოვა, ავიალაინერის ბორტზე ჯოჯოხეთი მოხდება, ამიტომ აშშ-ში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ჩიკაგოდან დელიში ფრენის ხანგრძლივობა 14 საათია. მგზავრებმა თვითმფრინავის ბორტზე 10 საათი გაატარეს, მაგრამ ისევ აშშ-ში დაბრუნდნენ.

ჩიკაგოში დაბრუნების შემდეგ თვითმფრინავს 2 დღის განმავლობაში აწესრიგებდნენ. ეს ფაქტი საავიაციო საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ყველა ტუალეტის გადავსება მიუთითებს, რომ საჰაერო ხომალდების მომსახურების მხრივ პრობლემები არსებობს.

ასევე იხილეთ