რუბიომ და საუდის არაბეთის პრინცმა ჯიდაში შეხვედრისას ღაზას რეკონსტრუქციის საკითხი განიხილეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და საუდის არაბეთის გვირგვინოსანმა პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ქალაქ ჯიდაში შეხვედრის დროს სხვა საკითხებთან ერთად „ღაზას რეკონსტრუქციის“ თემაც განიხილეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
რუბიომ მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის პრინცს „არაბული ქვეყნების მასპინძლობისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც მიემართება გასულ თვეს ერ-რიადში გამართული არაბი ლიდერების სამიტს, რის შემდეგაც ეგვიპტემ ღაზას რეკონსტრუქციის გეგმა შეიმუშავა.
ტრამპის ადმინისტრაციამ გეგმას „კარგი დასაწყისი“ უწოდა, თუმცა მიუთითა, რომ ის საკმარისად არ პასუხობს „ჰამასის“ როლს, რომელიც ვაშინგტონს სურს, რომ საერთოდ არ არსებობდეს.
მარკო რუბიომ საუდის არაბეთის პრინცთან შეხვედრაზე „კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება, რომ ღაზაში სიტუაციის ნებისმიერი გადაწყვეტა „ჰამასის“ რაიმე როლს არ უნდა შეიცავდეს“.