top_leaderboard

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: რუსეთთან მოლაპარაკების ერთადერთი გზა არის „იარაღი მაგიდაზე“

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მცდელობის ფონზე, მოაგვაროს ომი უკრაინაში, განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისას საჭიროა „მკაცრი და უხეში“ მიდგომა. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვას, შეიძლება თუ არა კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ნდობა, შაკალიენემ უპასუხა: „ხუმრობთ? იმის შემდეგ, რაც რუსეთმა ჩემს ოჯახს თაობების განმავლობაში გაუკეთა, არ მგონია, რომ იპოვოთ ერთი ლიეტუველიც კი, რომელიც შეიძლება ვლადიმერ პუტინს ენდობოდეს“.

რუსეთთან მოლაპარაკების ტაქტიკაზე საუბრისას შაკალიენემ აღნიშნა, რომ მხოლოდ მკაცრი დიპლომატია იმუშავებს.

„ჩემი აზრით, რუსეთთან ერთადერთი ეფექტური დიპლომატია იყო ის, რაც ალ კაპონემ თქვა: „ერთადერთი კარგი მოლაპარაკება არის მაშინ, როდესაც იარაღი მაგიდაზე გაქვს“. ასე რომ, ალბათ, სწორედ ასეთი დიპლომატია იმუშავებს რუსეთთან“, – განაცხადა შაკალიენემ.

მისივე თქმით, რუსეთი შეთანხმებებს არასოდეს იცავდა და „ჩვენი ერთადერთი იმედია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი და უხეში მიდგომა შეიძლება იყოს ერთადერთი დამცავი, რომელიც პუტინს გააკონტროლებს”.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს, „პასუხი მყისიერი და მკაცრი უნდა იყოს“.

ასევე იხილეთ