top_leaderboard

კრემლში აცხადებენ, რომ აშშ რუსეთს ჯიდაში უკრაინულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებს აცნობებს

კრემლში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებს აშშ რუსეთს „როგორმე“ აცნობებს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს ჯიდაში იქნება ამერიკულ-უკრაინული კონტაქტები. როგორმე ამერიკული მხარე, რომელიც ეძებს გზებს მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად, გვაცნობებს“, – განაცხადა პესკოვმა.

ჩვენ დროულად შეგატყობინებთ, თუ როგორ განხორციელდება ეს”, – დასძინა მან.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო.

ასევე იხილეთ