top_leaderboard

ფონ დერ ლაიენი: პუტინის ნდობა არ შეიძლება

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს გამოიყენოს თავისი ფინანსური ბერკეტები, რათა გააძლიეროს და დააჩქაროს თავდაცვის წარმოება რუსეთის მხრიდან მზარდი მტრობის ფონზე.

„პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი შეკავება შეიძლება“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, რუსული სამხედრო კომპლექსი აღემატება ევროპულს და კრემლი უფრო მეტს ხარჯავს იარაღზე, ვიდრე მთელი ევროპა ერთად.

ევროპარლამენტი წლებია ამტკიცებს, რომ ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს. ამ უფრო სახიფათო ეპოქაში ევროპა უნდა გაძლიერდეს. და ეს არის გეგმის მიზანი, რომელიც მე წარვუდგინე (ევროკავშირის) ლიდერებს გასულ კვირას.  ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ყველა ფინანსური ბერკეტი, რომელიც გვაქვს ჩვენი თავდაცვის წარმოების გასაძლიერებლად და დასაჩქარებლად“, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე იხილეთ