ჟურნალისტური გამოძიება: USAID-ი იმ უკრაინულ ორგანიზაციას აფინანსებდა, რომელიც ამერიკელ პოლიტიკოსებს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს პრორუს პროპაგანდისტად მოიხსენიებდა
ორგანიზაცია USAID-ი იმ უკრაინულ ორგანიზაციას აფინანსებდა, რომელიც ამერიკელ პოლიტიკოსებს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს პრორუს პროპაგანდისტად მოიხსენიებდა. Grayzone-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ უკრაინული ორგანიზაცია „მოლფერის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შავ სიაში ვიცე-პრეზიდენტი, ასევე ამერიკელი კონგრესმენები და ჟურნალისტები დღემდე არიან შეყვანილნი.
ვებ-გვერდზე სხვადასხვა ცილისმწამებლურ განცხადებას შორის აღნიშნულია, რომ ეს პირები რუსეთის მთავრობასთან არიან დაკავშირებულნი და საკუთარ ქვეყანაში პროპაგანდას ეწევიან.
ორგანიზაცია შეერთებულ შტატებს ამ ადამიანების თანამდებობებიდან გადაყენებისკენ მოუწოდებს. ამასთან, უკრაინული ორგანიზაცია მათზე სანქციების დაწესებას და მათი მონაწილეობით დანაშაულების გამოძიებას ითხოვს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი მაიკ ბენცი X-ის პირად გვერდზე წერს, რომ უკრაინულმა ორგანიზაციამ საწყისი კაპიტალის 42% დემოკრატიის ეროვნული ფონდისგან (NED) მიიღო. დაფინანსების წყაროებისა და ცილისმწამებლური განცხადებების შესახებ ცნობას აზიარებს ილონ მასკიც.