top_leaderboard

არჩილ გორდულაძე: ჯიმ რიშსა და ჯინ შაჰინს საქართველო ეზიზღებათ, ამ ზიზღის ფონზე სხვადასხვა აქტს აინიცირებენ

MEGOBARI აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძმაკაცობის, ნათესაობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ასეთი აქტი ინიცირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არის ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

MEGOBARI აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძმაკაცობის, ნათესაობის, დედ-მამიშვილობის და ნათელ-მირონობის აქტიც რომ დაარქვან, ასეთი აქტი ინიცირებული იქნება ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც რიში და შაჰინია, რომლებსაც საქართველო ეზიზღებათ. ამ ზიზღის ფონზე სხვადასხვა აქტს აინიცირებენ და ქვეყანაში მართულ ჯაშუშებს და აგენტურას ხელს უწყობენ, რომ შემდეგ ისევ ამ აქტზე ისაუბრონ, თითქოს, რაიმე ხდება და კატასტროფული მოვლენებია. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ღიმილის მომგვრელიც კი არ არის ასეთი აქტების მიღება.

პირიქით, ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა ექვსჯერ რომ მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით საქართველოს სანქცირებას ითხოვენ, იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს, რომელზეც ის დაბეჭდილია. ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ჩვენ მიმართ ასეთ შანტაჟებს არანაირი აზრი არ აქვს,  სჯობს, დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ და თავიანთ საქმეს მიხედონ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ასევე იხილეთ