თორნიკე ჭეიშვილი: მიუხედავად გაცხადებული ნებისა, ჯერ-ჯერობით ის უსამართლო ნარატივი, რომელიც ჩვენი ქვეყნისადმი გვესმის მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსგან თუ სხვადასხვა ორგანიზაციებისგან ამ ეტაპზე შეცვლილი არ არის
მიუხედავად გაცხადებული ნებისა, ჯერ-ჯერობით ის უსამართლო ნარატივი, რომელიც ჩვენი ქვეყნისადმი გვესმის მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსგან, მათი მთავრობებისგან თუ სხვადასხვა ორგანიზაციებისგან ამ ეტაპზე შეცვლილი არ არის, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „დიფ სთეითზე“ საუბრისას.
„როდესაც ჩვენ ამ თვალსაზრისით დავინახავთ ცვლილებას, ეს იქნება ინდიკატორი იმისა, რომ მართლაც „დიფ სთეითის“ ამ საცეცებმა ნელ-ნელა დაიწყო შეკვეცა და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა ამ თვალსაზრისით არის უკვე წარმატებული“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
„დიფ სთეითთან“ ბრძოლაში საქართველო ერთ-ერთი მთავარი ტესტია. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ თუ დონალდ ტრამპი დესტაბილიზაციის ქსელებს გაანადგურებს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაჯანსაღდება. მანამდე კი „ქართული ოცნება“ „დიფ სთეითის“ რებრენდინგზე საუბრობს და ამბობს, რომ USAID-მა, NED-მა და მსგავსმა ორგანიზაციებმა კონკრეტულ ქვეყნებში მოდერნიზება განიცადა.