top_leaderboard

ირაკლი კირცხალია ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც ღუპავს და ანადგურებს თაობებს. მთავარი მიზანი არის ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრესი მიდგომები

ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას და ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ მომავალზე ზრუნვას, – განაცხადა  საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელზეც მმართველი გუნდი მუშაობს.

მისი თქმით, განსაკუთრებით მკაცრი მიდგომები იქნება ნარკორეალიზატორების მიმართ.

ნარკორეალიზატორებს, ამ ადამიანებს ვუყურებთ, როგორც მკვლელობასთან გათანაბრებულია ეს ყველაფერი. ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც ღუპავს და ანადგურებს თაობებს საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. კარგად ვხედავთ რა სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რა ვითარება არის ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში.

მთავარი მიზანი არის ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრესი მიდგომები, საპატიმრო ვადების გაზრდა. ასევე, დაკავშირებული პირების იდენტიფიცირება, ოჯახის წევრების იდენტიფიცირება, ყველა დამხმარე პირის იდენტიფიცირება და გლობალურად, კომპლექსურად, მაქსიმალური წნეხი კანონის სრული ზეწოლით ნარკორეალიზატორებზე და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რასაც ნარკოპოლიტიკა ჰქვია და შემდეგ ყველა ეს კომპლექსური მიდგომა თუნდაც ჯანსაღი წესის პროპაგანდა და თუნდაც სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, რაც შემდეგ უკვე მომხმარებელზე მოახდენს ჯანსაღ ზეწოლას. მის გონიერებაზე, მის აღქმებზე და მის ხედვაზე ცხოვრების მიმართ.

ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას და ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ მომავალზე ზრუნვას. ვინც უყურებთ ჩვენ პოლიტიკას განსაკუთრებით 2012 წლიდან და აფასებს განსაკუთრებით ნარკო მიმართულებით, კარგად იცის თუ როგორი ნაბიჯები იდგმებოდა. არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გამკაცრებაზე ფიქრობდე, მხოლოდ და მხოლოდ კანონის გამკაცრებით ესაუბრებოდე თუნდაც მომხმარებელს, მე რეალიზატორზე არ მაქვს საუბარი და შენ როგორც სახელმწიფო არ დგამდე ნაბიჯს კომპლექსური თვალსაზრისით იმ გამაჯანსაღებელ პროგრამაზე, რომელიც უნდა აწარმოოს ამ ყველაფერთან ერთად სახელმწიფომ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე იხილეთ