სტივ ვიტკოფის მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას კრემლში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ
ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას კრემლში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
როგორც კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, ის საზოგადოებას ვიტკოფის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას დროულად მიაწვდის.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ შესაძლოა თუ არა რომ ვიტკოფი მიმდინარე კვირას ეწვიოს მოსკოვს და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, პესკოვმა თქვა, რომ „ინფორმაცია თავის დროზე გახდება ცნობილი“.
ამასთან, როგორც CNN-ს კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, ვიტკოფი, შესაძლოა, მოსკოვს მიმდინარე კვირას ეწვიოს.