top_leaderboard

ტრამპის შვილი, დონალდ ტრამპი უმცროსი სერბეთს ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი, დონალდ ტრამპი უმცროსი სერბეთს ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.

შეხვედრა ბელგრადში გაიმართა პოლიტიკური კრიზისისა და ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე.

ალექსანდარ ვუჩიჩმა შეხვედრის შემდეგ Instagram-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებები მიზნად ისახავდა „ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და გლობალური გამოწვევების ერთობლივი ძალებით დაძლევას“.

თუმცა, მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრაზე.

ასევე იხილეთ