top_leaderboard

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში ვიზიტით იმყოფება. მაკა ბოჭორიშვილი ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მონაწილეობს, რომელიც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა.

მინისტრი სესიის მონაწილეებს მიმართავს, დაესწრება ქალთა სტატუსის კომისიისა და პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც.

ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს შეხვდა და დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციის პრიორიტეტების აღსრულებაში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც.

„გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმ განვითარებებზე, რასაც ადგილი აქვს რეგიონში. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონულ თანამშრომლობას, საქართველოს პარტნიორობას ჩვენს მეზობლებთან, საქართველოს როლს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის კუთხით როგორც რეგიონში, ისე უფრო ფართო რეგიონში, ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ზოგადად ჩვენს როლზე, როგორც სამშვიდობო პროცესში საქართველოს მონაწილეობაზე. საუბარი გვქონდა ასევე გაეროს მიზნებზე და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე სხვადასხვა მიმართულებით, რაც აისახება ქვეყნის განვითარებაში როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური კუთხით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ