მაკრონი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე: ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეას მიესალმება და აცხადებს, რომ ახლა რუსეთის პასუხის ჯერია. ამის შესახებ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, მიესალმება საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გამართული დისკუსიების დროს მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეას.
„ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა.
საფრანგეთი და მისი პარტნიორები მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულები რჩებიან, რომელსაც მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები“, – წერს მაკრონი.