top_leaderboard

კაია კალასი: მივესალმები აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს, როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად

მივესალმები აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს ჯიდაში. როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

მივესალმები აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს ჯიდაში, განსაკუთრებით, ცეცხლის შეწყვეტასთან, უკრაინისთვის აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და სამხედრო, ასევე, ჰუმანიტარულ სფეროში საჭირო დახმარების განახლებასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს კალასი.

ასევე იხილეთ